გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჭიათურაში პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ ამოიკერა პირი

18-05-2021

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" ჭიათურაში ადგილობრივი მოსახლეობა საკუთრების დაზიანებაში ადანაშაულებს. ოთხ ადამიანს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს კიდევ ერთი ადამიანი დაემატა.

სოფელ შუქრუთის მოსახლეობა უკვე მერვე დღეა შიმშლობს. პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანია საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო მიწების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს ახორციელებს, რის გამოც სახლები დაზიანებულია და მათ ავარიულ შენობებში უწევთ ცხოვრება.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეები კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

პროტესტანტების განცხადებით, სამ თვეზე მეტია მათ არავინ გამოხმაურებია რის გამოც, უკვე მერვე დღეა შიმშლობენ.

აქციის მონაწილე ერთ-ერთი ქალბატონის განცხადებით, შემდეგი ორი დღე მათთვის გადამწყვეტი იქნება. ამ ორი დღის შემდეგ თუ კომპანიისგან რეაგირებას არ მოახდენს ქალბატონები აცხადებენ, რომ შეუერთდებიან იმ ხუთ ადამიანს და პირს ამოიკერავენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930