გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პეტრას ციხე დამთვალიერებლებისათვის გაიხსნა

18-05-2021

პეტრას ციხე უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქის ნანგრევებს წარმოადგენს, რომელიც სოფელ ციხისძირში, ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული და ვიზიტორთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

პეტრას ციხის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ, აღმოსავლეთ კედლებს და დერეფნის უბანს, რითაც უფრო თვალსაჩინო გახდა ძეგლის თავდაპირველი დაგეგმარება.

2018-2021 წლებში ციხის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურითი მოწყობის პროექტი განხორციელდა. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, 2 საექსპოზიციო ნაგებობა, კინოსაპროექციო. ლიმონარიუმის 4 ტერასაზე გაკეთდა ადაპტირებული სასეირნო ბილიკები და 6 ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისათვის. ვიზიტორთათვის მოეწყო ავტო პარკინგი.

ციხე-ქალაქ პეტრას სახელწოდება კლდოვანი რელიეფის გამო შეერქვა, ხოლო მისი დაარსება და მშენებლობა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს სახელს უკავშირდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930