გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

18-05-2021

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი", სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიის დეკლარანტის მიერ, წინასწარ დეკლარირებული იქნა ავტონაწილები და სარეკლამო საქონელი.

საბაჟო დეკლარაციას, რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა და დაექვემდებარა შემოწმებას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, განხორციელდა დეკლარაციის, თანმხლები დოკუმენტებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერება. დეკლარირებულ და საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე რეალურად შემოტანილ საქონელს შორის შეუსაბამობა - 22 882,16 ლარის ოდენობით დაფიქსირდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930