გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18-05-2021

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აგვისტოს, შეიარაღებულმა რ.გ.-მ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა უკანონოდ შეაღწიეს სენაკის რაიონის სოფელ ძველ სენაკში მდებარე ზ.გ.-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც თავს დაესხნენ სახლში მყოფ პირებს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებულებს ფულადი თანხის და ძვირფასეულობის გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. თავდამსხმელები დაეუფლნენ ფულად თანხას და მობილურ ტელეფონს, საერთო ჯამში კი, დაზარალებულებს 1527 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს.

სამართალდამცველებმა რ.გ. რამოდენიმე დღეში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ რ.გ. სრულად დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930