19-05-2021
ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში ქ.ონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაამტვრია ხეები, დააზიანა ელ.გადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები.
შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
პარალელურ რეჟიმში დაწყებულია საცხოვრებელი სახლების დახურვის სამუშაოები.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებთან და ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონებში იმყოფებოდა.
რწმუნებული ადგილზე გაეცნო სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისიის მუშაობას და გაესაუბრა დაზარალებულ მოსახლეობას.
სტიქიის კერებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის პარალელურად, მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების დახურვის სამუშაოები.
რეგიონის და ადგილობრივი ხელმძღვამელობის თქმით, დაგეგმილი და მიმდინარე სამუშაოები იქნება მაქსიმალურად მოკლე დროის მონაკვეთზე და სასურველ შედეგზე გათვლილი, მოხდება საცხობრებელი სახლების დრული დახურვა და უხვი ნალექის შემთხვევაში დამატებითი ზარალის თავიდან არიდება.