გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ბორჯომის" ქარხნის მუშების გაფიცვა გრძელდება

19-05-2021

"ბორჯომის" ჩამომსხმელი ქარხნის მუშების გაფიცვა გრძელდება.
გაფიცულმა თანამშრომლებმა ღამე ქარხნის ტერიტორიაზე გაათენეს.

"მთავარი არხი" ინფორმაციით, "ბორჯომის" საწარმოს ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის რამდენიმე საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და კომპანიის ხელმძღვანელობამ მორატორიუმისთვის დრო ითხოვა.

გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ "ბორჯომის" ქარხნის სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.

მუშები ხელფასების ზრდას, დასვენების დღეებსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930