გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„kaspiy“(აზერბაიჯანი): სომხეთის მოვლენების ფონზე სააკაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიანიშნებს-მზად იყავით ანალოგიური სიტუაციისთვისო

7-05-2018

„რატომაა, რომ სომხეთის მოვლენების დროს საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს ახსენებენ? რატომ აქტიურობს თვითონაც მიხეილ სააკაშვილი - მართალია, ფეისბუქის მეშვეობით, მაგრამ მაინც? ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა უკვე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის შესახებ რესპუბლიკური (მმართველი) პარტიის წევრ ერთ-ერთი სომეხი პარლამენტარის კითხვას და განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პირადად არ იცნობს და არც შეხვედრია. მას მხარი აუბა ჰოლანდიაში მყოფმა ქართველმა ექს-ლიდერმა და სარკასტულად მიაწვდინა ხმა ერევანს, რომ თავი დაანებეთ საერთაშორისო შეთქმულების ძებნას, მოეშვით საკუთარი ხალხის გაყვლეფას, კორუფციას და ქვეყანას მიხედეთო“-ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომლის შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:



მაინც რას ეფუძნება ეს მითქმა-მოთქმა და ეჭვები, რომ ნიკოლ ფაშინიანს შეიძლება რაღაც კავშირები ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილთან? ალბათ, ამ საკითხში მნიშვნელოვანი როლი თვით მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურებებმა (ფეისბუქურმა კომენტარებმა) შეასრულა, პლუს ადგილობრივი სომეხი ჟურნალისტების გადაჭარბებული ინტერესი და მათ მიერ გამოთქმული მეტად თამამი ვარაუდები. ალბათ, ამასაც აქვს საფუძველი: ბუნებრივია, ის რაც დღეს სომხეთში ხდება, თითქმის იგივე უკვე მოხდა საქართველოში 15 წლის წინათ. მაგრამ ერთია ჰოლანდიიდან სომხეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირება და მეორე - მასში უშუალო მონაწილეობა, ანუ სომხეთში ჩასვლა და მომიტინგეებისათვის პრაქტიკული დახმარების გაწევა.


რამდენად სერიოზულად შეიძლება იქნეს განხილული მიხეილ სააკაშვილის ერევანში ჩასვლის შესაძლებლობა? გავიხსენოთ, რომ მას ჯერ კიდევ აქვს კონფლიქტი უკრაინის ხელისუფლებასთან, სასამართლოშიც გარჩევები არ დასრულებულა. უკრაინაშივე მოქმედებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია. თანაც ყურადღებით დავაკვირდეთ: სომხეთის შესახებ ქართველი ყოფილი პრეზიდენტის კომენტარები პარალელურად საქართველოსკენაც არის მიმართული. იგი სომხეთის მოვლენების ფონზე „ქართულ ოცნებას“, დღევანდელ ხელისუფლებას მიანიშნებს - მზად იყავით ანალოგიური სიტუაციისთვისო. „საქართველოში მალე ჩამოვალო“, - აფრთხილებს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილი.


ექს-პრეზიდენტის და ექს-გუბერნატორის ამ ქადილზე მკითხველს ალბათ ახსენდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოში ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას ციხე ემუქრება, როგორც კი „პირველ სამშობლოში“ დაბრუნდება.


მოკლედ, შეიძლება ითქვას: საქართველოს მეზობელ სომხეთში მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, ახლოა ისეთ პოლიტიკოს რეფორმატორთან, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, მაგრამ თვითონ ყოფილი პრეზიდენტიც ამ მოვლენებს პირადი მიზნებისათვის იყენებს: რადგანაც საქართველოში ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც შემოდგომით უნდა გაიმართოს, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს თანამემამულეებს საკუთარი თავი შეახსენოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930