გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

20-05-2021

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი“, სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა.
საქართველოს მოქალაქის გ.ჟ-ს კუთვნილ ტვირთს, მებაჟე ოფიცრების მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და ეჭვის საფუძველზე, კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა.

უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთის დეტალური დათვალიერების შედეგად, დეკლარირებულ საქონელთან ერთად, 48 400 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული პროდუქცია გამოვლინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930