გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ჰელფინ ჰენდ“, პანდემიასთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გამართა

20-05-2021

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელფინ ჰენდ“ ქალაქ ბოლნისში ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ტრენინგი გამართა დევიზით: „დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“. ტრენერებმა ახალგაზრდებს კორონავირუსისა და ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით გამართული ტრენინგი მიზნად ისახავს პანდემიის პირობებში, ახალგაზრდებში ჰიგიენის დაცვისა და სანიტარული პრაქტიკის საკითხების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ტრენინგის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930