20-05-2021
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
პროგრამის ფარგლებში, მაჟორიტარულ ოლქში, 16 მისამართზე კიბეების რეკონსტრუქცია, სადარბაზოების მოწყობა და ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა სამუშაოები ჩატარდა.
დეპუტატი აგრეთვე მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოწოდებული საკითხები ადგილზე განიხილეს. შეხვედრის დასასრულს კი სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები დაისახა.