20-05-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციით, თბილისში, მონადირის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ინიციატორის გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიან შენობაზე.
შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. პირველი მორეაგირე ჯგუფები ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. მათი ინფორმაციით, შენობაში განთავსებული იყო საწყობი და ავეჯის საამქრო. შენობის სიახლოვეს არის დასახლებული ტერიტორია და არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა სწრაფი რეაგირების შედეგად საშიშროების თავიდან არიდება დროულად მოხერხდა.
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.