გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სს ბორჯომთან სოლიდარობის მასშტაბური აქცია გაიმართება

20-05-2021

ბორჯომის N1 ქარხანასთან (ქ.ბორჯომი თორის ქუჩა 39) ზესტაფონელი მეტალურგები, ჭიათურელი მაღაროელები, რუსთავის აზოტის თანამშრომლები, მძღოლები, მეტროს მუშაკები, რკინიგზელები და პროფკავშირების სხვა წევრები პარასკევს, სს ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. აქციას შეუერთდება პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

"პროტესტი ერთგვარი გამაფრთხილებელი აქციაა - თუ სს ბორჯომის ადმინისტრაცია უახლოეს ვადებში დასაქმებულების მოთხოვნების შესასრულებლად ქმედით ნაბიჯებს არ გადაგამს, მომდევნო აქციაში პროფკავშირების გაერთიანება თავის სრულ ადამიანურ რესურსებს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, 18 მაისს, ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები კანონიერად გაიფიცნენ, ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აგრეთვე დასვენების და შესვენების უფლებას, ზეგანაკვეთური ანაზღაურებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.

დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოსთვის მხოლოდ მცირე ნაწილს უნაზღაურებდნენ. გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, ასევე მიმდინარეობდა 21 დღიანი სამედიაციო პროცესი, თუმცა უშედეგოდ.

გაფიცვაში მონაწილეობას 400-მდე დასაქმებული იღებს, შედეგად სრულად გაჩერებულია ორივე ქარხნის მუშაობა. გაფიცვის ორი დღის განმავლობაში, კომპანიის ადმინისტაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დასაქმებულების პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას, ადმინისტრაციისგან გაფიცულების მიმართ პირდაპირ დაშინებასა და მუქარას, კანონიერ გაფიცვაში მონაწილეობისა და მედიასთან კომუნიკაციის გამო" - აცხადებენ პროფკავშირებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930