გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

21-05-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავაჭავაძის გამზირის, პეკინის გამზირის, კანდელაკის, დარასელიას, გახოკიძის, შარტავას, გაგარინის, ანაგის, ფალიაშვილის, ტაბიძის, ცხვედაძის, ვირსალაძის, ბროსეს, ჭანტურიას, ქობულეთის, პეტრე-პავლეს, გუჯარეთის, მელაანის, პაპიაშვილის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, ლადო ალექსი მესხიშვილის, რაზმაძის და მარუხის გმირების ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

15:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გორგასლის და გულუას ქუჩების მოსახლეობა, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე აღმაშენებლის გამზირის და კიევის ქუჩის მოსახლეობა, ხოლო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე ულიანოვის, შუშის, ტაძრის, ლაზოს, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930