21-05-2021
„გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ეს პროცესები უკავშირდება აპრილსა და მაისში ეკონომიკური აქტივობების ზრდასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორთან მიმართებაში, ასევე, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების კუთხით. ეს პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა ერთი მხრივ, პანდემიის უშუალოდ განვითარებასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასთან დაკავშირებით და იმ ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილსა და მაისში სახეზე გვაქვს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მარტთან შედარებით აპრილში მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.