გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ

22-05-2021

დღეს ჩვენ შეხვედრა გავმართეთ ჩვენი პარტიის აჭარის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან, ჩვენს აქტივთან. რეალურად დავიწყეთ უკვე მუშაობა, არჩევნებისთვის მზადება. ჩვენი მთავარი მესიჯი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ არჩევნებამდე და ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ეს არის ჩვენი მთავარი დავალება, რომელიც მივეცით ჩვენი პარტიის აქტივს და ჩვენს რეგიონულ ხელმძღვანელობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარაში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი საზრუნავი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა უნდა იყოს.

„ჩვენ გავაცანით მათ ჩვენი პროექტები და გეგმები. მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს რაც რეალურად აწუხებს ამ პრობლემების გადაჭრაზე ვიყოთ ყველანი მომართულები და რაღაც უსაგნო, უშინაარსო დებატებსა და გაუთავებელ კინკლაობაში არ დავხარჯოთ დრო, ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი. ძალიან კარგი განწყობა არის, მობილიზებას გავაკეთებთ კიდევ უფრო მეტს და ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930