გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით დევნილი მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა

23-05-2021

„აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში თბილისში, ვარკეთილი-3-ის მე-4 მიკრორაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

დევნილი ბავშვებისთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა. ბავშვების ხალისიან განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმა, ილუზიონისტებმა, „დისნეის“ ანიმაციური ფილმებისა და „მარველის“ გმირებმა. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930