გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

24-05-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ბერიტაშვილის, აფხაიძის, მთაწმინდელის, ფურცელაძის, ართმელიძის, მეგრელაძის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ლვოვის, ჩიქოვანის, ონიაშვილის, პაოლო იაშვილის, ინგოროყვას, ლეონიძის, ჭონქაძის, ლერმონტოვის, ნიკო ლორთქიფანიძის, გიგა ლორთქიფანიძის, ლომონოსოვის, კანდელაკის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, ალასანიას, მარუშიძის, ყუშიტაშვილის, ასათიანის, ბახტრიონის, კოსტავას, ფან.-ციციშვილის და მიხეილ ასათიანის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ჯავის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვარკეთილი-III მასივის VII კვარტლის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების IX ქუჩის, შუამთის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობა, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე დაბა შინდისის მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გლდანის I მიკრორაიონის (ნაწილობრვ) და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930