გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთათვის ჩემი კარი ყოველთვის ღიაა

24-05-2021

„ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ მისაღები იქნება, სიამოვნებით გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ნებისმიერი ფორმით - ტელევიზიით იქნება ლაივი თუ სოციალური ქსელებით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აქციის მონაწილეებს მისი აპარატიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა შესთავაზეს.

„მარტივი მიზეზის გამო , რომ გამეცნო და მომესმინა, რამდენად ხედავენ ისინი დისკუსიაში პარლამენტის ჩართვის შესაძლებლობას, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება, მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოება და რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი ყოფილიყო საჯარო. ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, საკითხები განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან",- განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას ამ ტიპის შეხვედრების მედიაციის წარმატებული პრაქტიკა ჰქონდა.

„პირველი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ნდობა გაჩნდეს, თუ რამდენად აქვთ სურვილი, ამ ფორმატით გააგრძელონ დისკუსია იმ საკითხებზე, რაც მათ აწუხებთ. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით უკვე გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ნებისმიერი ფორმით - ლაივი იქნება ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩემი შეთავაზება ძალაშია, პირველი შეხვედრა შედგეს და თუ იქნება მათი მხრიდან ინტერესი, რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ, ვთვლი, რომ პარლამენტი საინტერესო შემადგენლობით, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობითაც უნდა ჩაერთოს და ამაზეც უნდა ვისაუბროთ მათთან ერთად, შევთანხმდეთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა რაც შეიძლება მოკლე ვადებში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930