გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული

7-05-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებისა და გავრცელების თემაზე ბრიფინგი გაიმართა. 

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების საერთაშორისო პრობლემას უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად ებრძვის.

„დღეისათვის, ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტის გამოყენებით შეძენა ურთულესი გამოწვევაა. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რის შედეგადაც არაერთი ღონისძიება განვახორციელეთ და დავაკავეთ პირები, რომლებიც ნარკოტიკებს კონკრეტულ მისამართებზე ათავსებდნენ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით კვლავ ინტენსიურად ახორციელებს ოპერატიულ ღონისძიებებს, რომელთა შედეგების შესახებაც უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები, ასევე, აქტიურად მუშაობენ იმ ინტერნეტ-გვერდების გამოვლენასა და შემდეგ უკვე მათი გამოყენების შეზღუდვაზე, რომელთა საშულებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკების შეძენა.სამინისტრომ ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 8 კილოგრამამდე ჰეროინი, 1 კილოზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031