გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლისის ტბის წართმევის საქმე უზენაესს სასამართლოში გასაჩივრდა

7-05-2018

ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა ლისის ტბის წართმევის საქმეზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიისა და მამუკა ხაზარაძის ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ წინააღმდეგ, საქართველოს უზენაესს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13 მარტის განჩინება გაასაჩივრა. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ეკონომიკური სფეროს ოლიგარქის, მამუკა ხაზარაძის ფაქტორს და ინტერესებს ვერ გაუძლეს. შესაბამისად, სასამართლოებმა რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორის მამუკა ხაზარაძის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღეს. ამ პროცესში, სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გრძნობს სახელმწიფო ინსტიტუციები - პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. კანონის არსიდან გამომდინარე, სწორედ მათ ეკისრებათ რამაზ ახვლედიანის მიმართ დამდგარი ქონებრივი ზიანის ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატა საქმეზე არ გამოიტანს კანონიერ გადაწყვეტილებას, საქართველოს სახელმწიფო აუცილებლად მიიღებს კიდევ ერთ საჩივარს ევროსასამართლოში. 

რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, აუქციონის გზით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა, რომლის კომპანიებიც ვერსადროს ჩაითვლება ლისის ტბის კეთილსინდისიერ შემძენად. 

ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, არ დაკმაყოფილდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნა, ნაწილობრივ ბათილად არ იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულება რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, აღნიშნა, რომ რამაზ ახვლედიანის მოთხოვნები საფუძვლიანია, თუმცა მათი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის იურიდიული საფუძვლები მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადების არსებობა გახდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930