გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე სამხატვრო აკადემიის რექტორს შეხვდა

25-05-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორს, პროფესორ გიორგი გუგუშვილს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავსაყოფად, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, ამ პროცესში სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა აქტიური ჩართულობა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენება გახლდათ. მხარეებმა განიხილეს საქართველოს თავისუფლების, ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპულ ჟურნალისტთა მემორიალის შესაქმნელად და დიღმის საძმო სასაფლაოს ადმინისტრაციული შენობის კედელზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფასადის პანოს შესასრულებლად, აკადემიის სტუდენტთა შორის კონკურსების ჩატარების შესაძლებლობები.

''ჩვენი უკვდავებაში გადასული გმირების სახელების უკვდავყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლების, მათში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებისა და სწორი მოქალაქეობრივი ხედვის ჩამოყალიბებისთვის. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ჩართულობა ამ პროცესს უფრო საინტერესოს, შემოქმედებითს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის'',_ განაცხადა კობა კობალაძემ.

"თეორიული სიყვარული არ არსებობს. სამშობლოს სიყვარული და გმირების დაფასება პრაქტიკასა და ქმედებაში უნდა გამოიხატოს. ძალიან კარგი გამოცდილება იქნება ჩვენი სტუდენტებისათვის ყველა იმ ღონისძიებასა თუ კონკურსში მონაწილეობა, რომელიც ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ამ მიზნით ჩატარდება'',_ აღნიშნა გიორგი გუგუშვილმა.

მხარეები, უახლოეს მომავალში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930