26-05-2021
გიგა ბოკერიას მეუღლემ, ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, 2011 წელს, 26 მაისთან დაკავშირებით ფეისბუქში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ „სისხლით მორწყული რუსთაველზე“ ცხოვრებაში პირველად, სამხედრო აღლუმს დაესწრო და ამისთვის საწოლიდან სპეციალურად დილის 9 საათზე წამოხტა.
„მხოლოდ იმიტომ წამოვხტი დღეს დილის 9 საათზე, ერთი საათის ჩაძინებული და გავემართე ცხოვრებაში პირველად აღლუმზე. არცერთზე არ ვყოფილვარ.
„სისხლით მორწყულ რუსთაველზე“ მინდოდა ვმდგარიყავი და ჯარისთვის მეყურებინა“ - წერდა ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ათი წლის წინ, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდა.
დააპატიმრეს და სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რამდენიმე ასეულ ადამიანს, ასევე, რამდენიმე ასეული ადამიანი ანგარიშსწორების დროს დაშავდა, ხოლო ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა გვამებიც ერთ-ერთი მაღაზიის თავზე იპოვეს, ხელისუფლებამ კი ოფიციალურად, ისინი დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილებად გამოაცხადა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით