26-05-2021
მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აურელიუ ჩოკოი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
აურელიუ ჩოკოი მისალოც წერილში ხაზს უსვამს ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს მოლდოვასა და საქართველოს შორის და ადასტურებს მზადყოფნას საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გააქტიურებაზე ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.
„თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობარო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!
ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა ხაზი გავუსვა ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს მოლდოვასა და საქართველოს შორის და კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ მზადყოფნა, გავააქტიუროთ თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების მიმდინარე მიზანდასახული ძალისხმევა ევროინტეგრაციის კუთხით შექმნის ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ.
გისურვებთ თქვენ და ქართველ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას,"- აღნიშნულია მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წერილში.