გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიეტუვის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს: დარწმუნებული ვარ, საქართველო 1918 წელს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის ფასეულობებს განამტკიცებს

28-05-2021

ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვაში ნათქვამია, რომ ლიეტუვა მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური გეზის მხარდაჭერას.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო! ნება მიბოძეთ ლიეტუვის მთავრობის სახელით თქვენ და ქართველ ერს გულთბილად მოგილოცოთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 103 წლის იუბილე. უწყვეტ წარმატებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თქვენს ქვეყანას.

1918 წელს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი განსაზღვრავდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პრინციპებს, რის საფუძველზეც ქართველი ერი დღეს უკვე ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ ისწრაფვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ ფასეულობებს განამტკიცებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების საშუალებით დაწინაურების პროცესში. ლიეტუვა მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური გეზის მხარდაჭერას. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ საქართველოსა და ლიეტუვის ორმხრივი თანამშრომლობისა და ჩვენს ერებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისთვის. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება",-ნათქვამია ინგრიდა შიმონიტეს მილოცვაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930