28-05-2021
ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქეთევან ასათიანს ღირსების ორდენი გადაეცა საქართველოს ეროვნული არქივის ფონდების მეცნიერული კვლევისა და საზოგადოებისთვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ ქართული იდენტობის, ქართული კულტურის შენარჩუნება - განვითარების საქმეში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, აღვნიშნო სწორედ ისეთი ადამიანების ღვაწლი, რომლებიც ჩუმად და შეუმჩნევლად აკეთებენ თავიანთ საქმეს, სწორედ ასე იქმნება ქართული კულტურის დიდი ბირთვი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა