გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 10 პირი ამხილა

28-05-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 10 პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელმა, მასთან დასაქმებულ თანამშრომლებთან წინასწარი შეთანხმებით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები, რომლის თანახმად, პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საწარმოში დასაქმებული პირები თითქოსდა არ ახორციელებდნენ საქმიანობას და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოითხოვეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული 200 ლარიანი კომპენსაციები.

დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული საწარმოში დასაქმებული პირები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ საქმიანობას და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპენსაციის სახით, ისინი მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930