28-05-2021
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ კახა კახიშვილთან და ამავე რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო ოლქში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, ვაზისუბნის დასახლება N 6, N7 კორპუსების და N182-ე ბაგა ბაღის მიმდებარედ მოეწყო კიბე და საფეხმავლო ბილიკი. ვაზისუბნის დასახლება N11,N12,N13, კორპუსების მიმდებარედ საფეხმავლო ბილიკი, ვაზისუბნის დასახლება N12 კორპუსის მიმდებარედ კი სკვერი მოეწყო.