30-05-2021
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის გამოწვევებზე - ამასთან ერთად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გარკვეული პროგრესი ჩვენი საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სოციალური სფეროების მიმართულებით რა თქმა უნდა იყო და ჩვენ ამას ვაღიარებთ. მაგრამ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამ პროგრესის და მიღწევების შედარება ხდება წარსულთან. ჩვენ აღარ გვაკმაყოფილებს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის შედარება წარსულთან, რამეთუ ეს ჩვენი ქვეყანას უსპობს მომავალს და განვითარების პერსპექტივას. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ იმის მაგივრად, რომ ჩვენ ჩვენი დღევანდელობა შევადაროთ ცუდ წარსულს - ჩვენ უნდა დავისახოთ უაღრესად ამბიციური მიზნები, რომლებიც მიმართული იქნება საუკეთესო მაგალითებისკენ და მომავლისკენ." - განაცხადა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის" სადამფუძნებლო კონფერენციაზე.
ახალი პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე გიორგი გახარია პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. გიორგი გახარიამ ასევე წარადგინა პარტიული სახეები და პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება.