გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჩეხეთის საქველმოქმედო ფონდის REGI BASE I-ასა და „REGI BASE GEORGIA-ს'' დამფუძნებლებს უმასპინძლებს

30-05-2021

მიმდინარე წლის 31 მაისს, 12:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, უწყებაში, ჩეხური საქველმოქმედო ფონდის, „REGI BASE I-ისა (''რეგი ბეიზ I'') და, საქართველოში ამ ფონდის ფილიალის, ფონდ „REGI BASE GEORGIA-ს (''რეგი ბეიზ ჯორჯია'') დამფუძნებლებს_ჰინეკ ჩეხსა და მიხეილ ტარახჩევს უმასპინძლებს. სტუმრები უწყების სტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციულ მოწყობას, ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამსახურის და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ და სამომავლო პროექტებს და იმ გამოწვევებს გაეცნობიან, რომლებიც სამსახურისა და მისი ბენეფიციარების წინაშე დგას. დაიდება ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ და დაშავებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ჩეხეთისა და ევროკავშირის ქვეყნების სამედიცინო, სარეაბილიტაციო ცენტრებსა და კურორტებზე მათ სრულ სამედიცინო და სარეაბილიტაციო დახმარებას, სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებას.

საქველმქომედო ფონდი „REGI BASE I-'' ჩეხეთში, 10 წლის წინ დაარსდა და მისი დაარსების ინიციატორი, ელიტარული სპეც- დანიშნულების განყოფილების გამოცდილი მებრძოლი, ირჟი შამსი, იგივე "REGI„ შამსი გახლდათ, რომელიც მონაწილეობას იღებდა რამდენიმე სამხედრო კონფლიქტში; 2008 წლის 17 მარტს, ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებული ბომბის შედეგად მიღებული უმძიმესი დაზიანებების გამო, ექვსი თვის განმავლობაში, უგონოდ იწვა. მისი ინიციატივით შექმნილი ამ ფონდის წყალობით, მან შესძლო, რეაბილიტაციის კურსის გავლა, თუმცა, 2015 წლის იანვარში ირჟი შამსი განუკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეობა კი, აგრძელებს მუშაობას და მსოფლიო მასშტაბით, ომის ვეტერანებს, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებულ და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაშავებულ პირებს გამოჯანმრთელებასა და რეაბილიტაციის გავლაში ეხმარება. ფონდის ინიციატივით, გასულ წელს, საქართველოში, ''REGI BASE GEORGIA-ს (''რეგი ბეიზ ჯორჯია'') დაფუძნდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930