გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი შპს „გეოპლანტის“ ჩაის გადამმუშავებელ საწარმოში მუშაობის პროცესს გაეცნო

30-05-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შპს „გეოპლანტის“ ჩაის გადამმუშავებელ საწარმოში მუშაობის პროცესს გაეცნო.

საწარმო, რომლის ერთჯერადი, პაკეტირებული ჩაის წარმოება წელიწადში 150 ტონაა, შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს; სესხის ოდენობა 3 მილიონამდე ლარია. პროდუქციის რეალიზება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ხდება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. შპს „გეოპლანტი“ ქართული ჩაის „გურიელი“ მწარმოებელი კომპანიაა.

„ამ კომპანიას დიდი პოტენციალი აქვს არამხოლოდ შიდა ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების, არამედ ექსპორტზე იმ პოზიციების აღდგენის, რომელიც ქართულ ჩაის ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ბოლო წლებში, ჩაის წარმოება იზრდება; რეაბილიტირებული პლანტაციები გვაძლევს ახალ სანედლეულო ბაზას, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენ, ეტაპობრივად, ბაზარზე ქართული ჩაის პოზიციების აღდგენას შევძლებთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გურიის რეგიონში, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 44 მლნ ლარის ღირებულების 400-ზე მეტი სესხია გაცემული; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 7,8 მლნ ლარს აღემატება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930