გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ ზემო რენეში არსებული ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

31-05-2021


კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო რენეში, არსებული საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი დასრულდა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 8 სოფელში, რომელთაგანაც 4 გამყოფი ხაზისპირა სოფელია, ხოლო 3 კი მაღალმთიანი, 30 წელია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს და მშობლებს ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაყავთ.

თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ ორ ჯგუფიან საბავშვო ბაღში, შესაძლებელი გახდება ბავშვებმა სკოლამდელი განათლება კომფორტულ  გარემოში მიიღონ. შენობა ადაპტირებულია  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ამასთან შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილებიც.

მერიის  პრიორიტეტია ბავშვებს კომფორტული და უსაფრთხო გარემო შეუქმნას. მიმდინარე წელს ახლალ შენობაში გადავლენ სოფელ იგოეთის, გრაკალის და სადგურ მეტეხის დასახლებაში მცხოვრები პატარები. პარალელურად გრძელდება სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ. ზემო რენეს საბავშვო ბაღის სამუშაოების ღირებულება 684 112   ლარია  და   ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930