გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნატოს სტანდარტიზაციისა და თავსებადობის თემაზე ტრენინგი დაიწყო

31-05-2021

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს პერსონალისა და თავდაცვის ძალების შესაბამისი პროფილის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ნატოს სტანდარტიზაციისა და თავსებადობის თემაზე ტრენინგი დაიწყო.

კურსი, რომელიც საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის პირველად იმართება, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ოსაძემ გახსნეს.

სწავლების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობის კრიტერიუმების განსაზღვრა, ნატოს სტანდარტიზაციის ოფისის მუშაობის პრინციპების და ვებ-გვერდის გამოყენების წესების გაცნობა წარმოადგენს. ხუთდღიანი ტრენინგის განმავლობაში მსმენელები ქვედანაყოფების ნატოს ეგიდით წარმართული მისიების დროს სტანდარტიზაციის მოთხოვნების შესრულებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ნატოს სტანდარტიზაციის სისტემის როლის შესახებ საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.

კურსს ნატოს შტაბ-ბინიდან მობილური საწვრთნელი ჯგუფის წარმომადგენელი ოფიცრები უძღვებიან. ტრენინგის განმავლობაში ნატოს შტაბბინიდან ონლაინ ჩართვაც განხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930