31-05-2021
პარლამენტის ვიცე სპიკერის, არჩილ თამაკვაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" თან უნდა პარლამენტში ყოფნა, თან არ სურს შეთანხმებაზე ხელის მოწერა, რადგან მათ მოატყუეს საზოგადოება და განსაკუთრებით მათი მხარდამჭერები.
" "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტილება მიიღო წასულიყო მარცხჯვნივ, ზუსტად ასე შევაფასებდი მათ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ მათ თან უნდათ პარლამენტში ყოფნა, თან
არ სურთ შეთანხმებაზე ხელის მოწერა და მესმის ეს რითიც არის განპირობებული, მათ
მოატყუეს საზოგადოება და განსაკუთრებით საკუთარი მხარდამჭერები. უთხრეს, რომ ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება არის დესტაბილიზაცია, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა, საბოტაჟი, ხელოვნური კრიზისი და შვიდი თვის შემდეგ საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" სთავაზობდა ქვეყანას იყო ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი. ეს გახლავთ ანტისისტემური პარტია, რომელიც ამ თვეების განმავლობაში მხოლოდ იმით იყო დაკავებული, როგორმე დაებლოკა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესი. ამით მათ ხელი შეუშალეს ქვეყნის განვითარებას, დააკარგინეს სახელმწიფოს დრო და ენერგია, თუმცა კარგია, რომ ეს ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. ახლა პარლამენტში დაინახავენ თუ რას ნიშნავს ოპოზიციაში ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა იმიტომ, რომ ისინი ყველაზე ბოლოები შემოვიდნენ პარლამენტში" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.