31-05-2021
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.
მისივე თქმით შეთანხმება ხელს უწყობს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და სამართლიანი
პარლამენტის ჩამოყალიბებას, პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავისარიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ყოფნა არაკონტრუქციული პოლიტიკის ნიშანია.
"ძალიან სამწუხაროა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას. ეს შეთანხმება ხელ უწყობს საქართველოს უკეთესი მართლმსაჯულების სისტემისა და უფრო სამართლიანი პარლამენტის ჩამოყალიბებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჟზე ყოფნა
არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია" - წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.
პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს.