გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე: ეს არის მთავრობის სწორი პოლიტიკის და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი

31-05-2021

"ეს არის მთავრობის სწორი პოლიტიკის და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, ბიზნესში არის ძალიან პოზიტიური განწყობები, ძალიან პოზიტიური მოლოდინები, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.



მისივე თქმით, ახლა მთავრობის ამოცანაა, რომ კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ტურიზმის აღდგენა-განვითარებას და სახმელეთო საზღვრების გახსნა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.



„როგორც ბატონმა მინისტრმა აღნიშნა ზრდა არის დაფიქსირებული თითქმის ყველა მიმართულებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის, რომ კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ ტურიზმის აღდგენას, განვითარებას, ის ბოლო გადაწყვეტილება რომელიც მივიღეთ - სახმელეთო საზღვრების გახსნა ესეც ამ მიზანს ემსახურება და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ დინამიკით, ასეთი პოზიტიური დინამიკით გავაგრძელებთ მუშაობას,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930