გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძემ ჩეხური საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლებს უმასპინძლა

31-05-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უწყებაში, ჩეხური საქველმოქმედო ფონდის, „REGI BASE I-ისა (''რეგი ბეის I'') და საქართველოში ამ ფონდის ფილიალის, „REGI BASE GEORGIA-ს (''რეგი ბეის ჯორჯია'') დამფუძნებლებს_ჰინეკ ჩეხსა და მიხეილ ტარახჩევს უმასპინძლა.

სტუმრები, უწყების სტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციულ მოწყობას, ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამსახურისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ და სამომავლო პროექტებს და იმ გამოწვევებს გაეცნენ, რომლებიც სამსახურისა და მისი ბენეფიციარების წინაშე დგას.

საქველმოქმედო ფონდი „REGI BASE I-'' ჩეხეთში, 10 წლის წინ დაარსდა და მისი დაარსების ინიციატორი, ელიტარული სპეც- დანიშნულების განყოფილების გამოცდილი მებრძოლი, ირჟი შამსი, იგივე "REGI„ შამსი გახლდათ, რომელიც 2008 წლის 17 მარტს, ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებული ბომბის შედეგად მიღებული უმძიმესი დაზიანებების გამო, ექვსი თვის განმავლობაში, უგონოდ იწვა. მისი ინიციატივით შექმნილი ამ ფონდის წყალობით, მან შესძლო, რეაბილიტაციის კურსის გავლა, თუმცა, 2015 წლის იანვარში, ირჟი შამსი განუკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეობა კი, აგრძელებს მუშაობას და მსოფლიო მასშტაბით, ომის ვეტერანებს, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებულ და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაშავებულ პირებს, გამოჯანმრთელებასა და რეაბილიტაციის გავლაში ეხმარება. ფონდის ინიციატივით, გასულ წელს, საქართველოში, ''REGI BASE GEORGIA-ს (''რეგი ბეის ჯორჯია'') დაფუძნდა;

როგორც ჩეხმა სტუმრებმა განაცხადეს, ისინი უდიდეს პატივს სცემენ ქართველ ერს, აფასებენ ქართველი ჯარისკაცების წვლილს საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში, აცნობიერებენ ამ მისიებში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობას და ამიტომ გამოთქვამენ მზადყოფნას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ღრმა და ნაყოფიერი თანამშრომლობისა, რაც ჩეხეთისა და ევროკავშირის ქვეყნების სამედიცინო, სარეაბილიტაციო ცენტრებსა და კურორტებზე, უწყების ბენეფიციართა სრულ სამედიცინო და სარეაბილიტაციო დახმარებას, სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. საპილოტე პროგრამის სახით, უახლოეს მომავალში, საქართველოდან ერთი ვეტერანი, ჩეხეთში გაემგზავრება, რომლის ერთთვიან სარეაბილიტაციო კურსს, მთლიანად ფონდი უზრუნველყოფს. მხარეებს შორის, ასევე, გაფორმდება ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი.

კობა კობალაძემ, სტუმრებს, გულისხმიერებისა და ქართველ ვეტერანთა თანადგომის მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930