1-06-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის მოსახლეობას, სოფელი წავკისის, კოსტავას, ჭოველიძის, გორგასლის, გულუას, გულიას და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობა, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ზღვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონის და იოსელიანის ქუჩის მოსახლეობა.