გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით გადასახადის თავის არიდების ფაქტი გამოავლინა

1-06-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელი, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.

საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 194 886 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 129 854 ლარის ოდენობით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კომპანიაზე რიცხული ქონების დაყადაღების და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, მიყენებული ზიანის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულების წესით ამოღების მიზნით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930