გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძის მილოცვა ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

1-06-2021

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ბავშვთა დაცვის დღე მინდა მივულოცო ყველა ბავშვს, ვუსურვო მათ ბედნიერი ბავშვობა, ჯანმრთელობა და საუკეთესო მომავალი.

ეს დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო საოკუპაციო ხაზთან და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებს, რომელთა უფლებებიც, არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ყოველდღიურად ირღვევა. დღეს ამ ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო არ არსებობს, ისინი მოკლებულნი არიან თავისუფალი გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალებას.
ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ყველა ბავშვის უფლება დაცული, მათი ცხოვრება კი უსაფრთხო და უზრუნველყოფილი იყოს ერთიან საქართველოში“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930