1-06-2021
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე სპეციალური გვერდი შეიქმნა: https://archive.gov.ge/ge/bavshvebi-1
საბავშვო გვერდზე თავმოყრილია ეროვნული არქივის ფონდებში დაცული ბავშვებისა და მოზარდებისათვის საინტერესო მასალა. მათ შორისაა: პირველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმი, ზღაპრების აუდიოჩანაწერები, ქართველი კლასიკოსი მწერლების აუდიოწიგნები, დიაფილმებისათვის შექმნილი ნახატები, საბავშვო ჟურნალ-გაზეთები, კინოსიუჟეტები.
მომავალი თაობისთვის საარქივო მასალის საინტერესოდ მიწოდებისთვის ბოლო პერიოდში არაერთი პროექტი განხორციელდა. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.