გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან კაკავა: ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ყველაზე მაღალი გამტარობის საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფი" მალე დაუბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს

1-06-2021

ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ყველაზე მაღალი გამტარობის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი" მალე დაუბრუნდება გლობალურ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.

მისი თქმით, ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 საათიან რეჟიმში, სწრაფად და შეუფერხებლად განახორციელონ როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილებისა და ბარგის კონტროლის პროცედურები.

„სიმბოლურია, რომ სწორედ,სახმელეთო საზღვრის გახსნასთან ერთად, მებაჟე ოფიცრები შემოსულ მგზავრებს ახალი სამსახურებრივი ფორმებით ხვდებიან. შემოსავლების სამსახურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის ყველა გამშვები პუნქტისა და გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებს დღეიდან, საქართველოში წარმოებული ახალი უნიფორმა და სპეციალური ეკიპირება გადაეცათ", - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930