გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დევნილი ბავშვებისთვის ღონისძიებები მოეწყო

1-06-2021

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ღონისძიებები გაიმართა.

„მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“ ღონისძიების ფარგლებში, მუშთაიდის ბაღში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი, მოეწყო მხიარული ვიქტორინა და ფოტოსესია ზღაპრის გმირებთან ერთად. ღონისძიების ბოლოს დევნილ ბავშვებს ტკბილეული და სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო, ასევე, ზუგდიდში. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ დევნილ, მათ შორის, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დღესასწაული მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები „ბარამბოს“, „ბიბლუსისა“ და ანსამბლ „გვირილას“ მხარაჭერით განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930