1-06-2021
Sputnik-საქართველოს რედაქცია კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს საეჭვო წარმომავლობის ვებგვერდზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან.
"საეჭვო წარმომავლობის მასალა, რომლის გაფორმება Sputnik-საქართველოს ვებგვერდთან არის მიმსგავსებული, ქსელში დღეს გავრცელდა. აღნიშნული მასალა შეიცავს ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც მან თითქოს ქართულ ტელეარხს მისცა.
Sputnik-საქართველოს რედაქცია კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან. ქსელში გავრცელებული მასალა არანაირ კავშირში არ არის sputnik-georgia.ru და sputnik-georgia.com ვებგვერდებთან" - ნათქვამია სარედაქციო განცხადებაში.