გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენ საქართველოსთან დიდი, მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს განხორციელებული, ისეთი პროექტები, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს

2-06-2021

როგორც ენერგეტიკის, ასევე ყველა სხვა სფეროში არის თურქული ინვესტიციები საქართველოში, რომელიც 214 მლნ დოლარია, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთს საქართველოსთან აქვს დიდი, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, ისეთი პროექტები, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს.

„ერთ-ერთი ასეთი არის სტრატეგიული პროექტი, სამხრეთ გაზის დერეფანი, რომელზედაც ჩვენ უკვე შევქმენით ეს პლატფორმა. დამაკავშირებელი მექანიზმებისა და სხვადასხვა დერეფნების და კომბინირებული დერეფნების საშუალებით, ძალიან მრავალმხრივი თანამშრომლობები გვაქვს ჩვენ დაწყებული. აღნიშნულის ფარგლებში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვახორციელეთ დერეფანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნად წოდებული, რომელიც თურქეთის გავლით, კავკასიიდან და კასპიის ზღვიდან გვაკავშირებს ჩინეთთან.

აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტვირთების გადაზიდვას ახდენს, როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ასევე რუსეთიდანაც. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, როგორ უნდა გავზარდოთ ეს სარკინიგზო მაგისტრალი, „მარმარაის" გვირაბის გამოყენების საშუალებით.

ასევე განვიხილეთ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნეთ „ფეტოს" ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხი", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930