2-06-2021
ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია.
„ჩვენ ბუნებრივია შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. მე ბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ოკუპაციის საკითხებსაც. რა თქმა უნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ამ ოპტიმიზმით და ამ პათოსით მე მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჩვენი დიდი სურვილია, თქვენ გიხილოთ თბილისში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.