გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარადგინა

2-06-2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში წარუდგინა.


შეხვედრაზე რეგიონის ახალმა რწმუნებულმა თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციაზე და იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისათვის პრიორიტეტულია.


„გიორგი გუგუჩია არის საკმაოდ გამოცდილი კადრი, იგი წლების მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში, იყო ანტიკორუფციული სააგენტოს სამხარეო დანაყოფის ხელმძღვანელი, ამდენად მისთვის ცნობილია რეგიონის სპეციფიკა. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ სახელმწიფო რწმუნებულს თავის საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ იგი იქნება მრავალი კარგი პროექტის თანაავტორი და თანამონაწილე" - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.


გიორგი გუგუჩიამ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.


„მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მთლიანად საქართველოს მთავრობას გამოცხადებული დიდი ნდობისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ძალიან დიდი პატივია ვემსახურო ჩემს ქვეყანას სწორედ იმ რეგიონიდან, რომელიც არის ჩემთვის მშობლიური და სადაც ვარ დაბადებული. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, დარწმუნებული ვარ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას და რეგიონის სწრაფად განვითარებისთვის ხელშეწყობას" - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930