გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

2-06-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მის სარგებლობაში არსებული ევაკუატორით ახორციელებდა აზერბაიჯანის მიმართულებით მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვას, დამატებითი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მალულად განათავსა არადეკლარირებული საქონელი და შეეცადა საბაჟო გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით გადატანას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონელი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება აღემატება 15 000 ლარს.

გამოძიება საქართველოს საქართველოს სისხლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930