2-06-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), იაშვილის, ინგოროყვას, ლეონიძის, ლერმონტოვის, ჭონქაძის, გორგასლის (ნაწილობრივ), ნიკო ლორთქიფანიძის და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიირებს ელექტროენერგიას ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილის, გლინკას, გუდამაყრის, მუხრანის, ხორნაბუჯის, ჩარგლის და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობა, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩის მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გლდანის I მიკორაიონის (ნაწილობრივ) და გობრონიძის ქუჩის მოსახლეობა.