2-06-2021
კომუნიკაციების კომისიის ინოვაციური სერვისი, რომელიც მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა, 2020 წელს ინტერნეტის თავისუფლებისა და ხარისხის განვითარების საუკეთესო მაგალითად დასახელდა.
http://www.Sheamotsme.ge, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო ინსტრუმენტი, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა. საერთაშორისო ორგანიზაციამ მომხმარებლებზე ორიენტირებული პლატფორმის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და ანგარიშში საქართველო წარმოადგინა საუკეთესო მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ პანდემიის დროს ინტერნეტ-თავისუფლების მაჩვენებლები გაიუმჯობესოს.
www.Sheamotsme.ge-მ კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა პანდემიის პირობებში შეიძინა, როდესაც 2020 წლის განმავლობაში მომხმარებელი დისტანციური მუშაობისა და სწავლის რეჟიმზე გადავიდა. 2020 წელს ვებგვერდს 106,378 ვიზიტორი ჰყავდა. www.sheamotsme.ge-ზე ინტერნეტის ხარისხის და სიჩქარის შემოწმების 7000-მდე ტესტი ჩატარდა, საიდანაც 300-მდე ხარვეზი დაფიქსირდა. კომუნიკაციების კომისიამ აბონენტების პრობლემები ოპერატიულად მოაგვარა.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ინტერნეტის ხარისხის კონტროლი 2019 წლის 20 მარტს დაიწყო. www.Sheamotsme.ge-ზე ჩაშვების დღიდან ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი შევიდა. კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა www.sheamotsme.ge-ის საშუალებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შეამოწმონ ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში კი, კომუნიკაციების კომისია მომხმარებლის პრობლემებს ოპერატიულად აგვარებს.