გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

2-06-2021

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრისას, ქართველმა კანონმდებლებმა ქვეყანაში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ როგორც სასამართლო ასევე, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და ამ კუთხით, ხელისუფლების მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე.



საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ევროპელ სტუმრებს მათ შორის, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასასრულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.



„ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან წამოწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. საქართველოს ისტორიაში, ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც საარჩევნო რეფორმას მხარს უჭერს პრაქტიკულად, ყველა რაციონალური პოლიტიკური სუბიექტი. შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. გვაქვს მზაობა გავაანალიზოთ გატარებული რეფორმები, რათა კვლავაც დავგეგმოთ ახალი ნაბიჯები", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.



ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930